დღევანდელი ტრენინგი, როგორც წინა ორი, იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა ორ დღეს შესწავლილი მასალა. შემდეგ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოვძებნეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო სტანდარტები და ჩავწერეთ პროექტის გეგმის სტანდარტებში. ასევე გავწერეთ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობისას. სტანდარტებიდან გამომდინარე დავსახეთ პროექტის მიზნები.
საინტერესო იყო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. განვიხილეთ მაგალითები, შემდეგ კი ვიმუშავეთ წყვილებში და მოვაწყვეთ პრეზენტაცია.
შევარჩიე ჩემი პროექტის ,,ჩიფსები და კოკა-კოლა, თუ?... მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა
რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი (რამდენად ჯანმრთელი ვარ)?
თემატური კითხვები
ü როგორ დაგვეხმარება ჯანსაღი კვების ჩვევები
ზრდასა და დიდხანს სიცოცხლეში?
üროგორ გვეხმარება რეკლამები, რომ ავირჩიოთ საკვები?
შინაარსობლივი კითხვები
ü არის თუ არა სწრაფი კვების ობიექტების საკვები საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისათვის?
ü კიდევ რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისათვის?
ü კიდევ რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისათვის?
ü რატომ ითვლება ისინი ჯანმრთელობის რისკებად?
üრა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის?
ü რატომ ვიკვებებით?
üრა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის?
ü რატომ ვიკვებებით?
ü რა არის საკვები ჯგუფები?
ü რა არის საკვების პირამიდა?
ü რას გულისხმობს ცნება ჯანსაღი კვება? რა უნდა ვჭამოთ ჯანსაღი კვების დროს?
გთხოვთ, ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებთან დაკავშირებით, მომცეთ რჩევები და შენიშვნები.
ვფიქრობ, არაჩვეულებრივად გაართვით თავი ტრენინგის მესამე დღეს. გისურვებთ წარმატებებს.
ОтветитьУдалитьუღრმესი მადლობა <3, <3
Удалить