მეექვსე დღეც იყო შრომატევადი. ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. გავეცანით შეფასების სქემებს და ფორმებს, შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. შემდეგ ჩვენი კი ვიმუშავეთ პროექტისთვის საჭირო შეფასების რუბრიკებზე. ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები.
воскресенье, 31 марта 2019 г.
суббота, 30 марта 2019 г.
მეხუთე დღე
დღევანდელი დღეც იყო შრომატევადი და ნაყოფიერი. გავეცანით საავტორო უფლებებს. ასევე გავეცანით საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციას. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების ქაოსზე. შევასრულეთ საავტორო უფლებების ტესტი, სადაც 100% ქულა ავიღე. გავეცანით საძიებო სისტემებს, ძიების სინტაქსს. ბოლოს ვიმუშავეთ ბავშვის სავარაუდო ნაშრომზე.
воскресенье, 24 марта 2019 г.
მეოთხე დღე
დღეს ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებზე. ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელო დავიხმარე შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების ინსტრუმენტების შერჩევაში. დავიწყეთ მეცხრე დღისთვის წარსადგენ პრეზენტაციაზე მუშაობა.
суббота, 23 марта 2019 г.
მესამე დღე
დღევანდელი ტრენინგი, როგორც წინა ორი, იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა ორ დღეს შესწავლილი მასალა. შემდეგ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოვძებნეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო სტანდარტები და ჩავწერეთ პროექტის გეგმის სტანდარტებში. ასევე გავწერეთ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობისას. სტანდარტებიდან გამომდინარე დავსახეთ პროექტის მიზნები.
საინტერესო იყო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. განვიხილეთ მაგალითები, შემდეგ კი ვიმუშავეთ წყვილებში და მოვაწყვეთ პრეზენტაცია.
შევარჩიე ჩემი პროექტის ,,ჩიფსები და კოკა-კოლა, თუ?... მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა
რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი (რამდენად ჯანმრთელი ვარ)?
თემატური კითხვები
ü როგორ დაგვეხმარება ჯანსაღი კვების ჩვევები
ზრდასა და დიდხანს სიცოცხლეში?
üროგორ გვეხმარება რეკლამები, რომ ავირჩიოთ საკვები?
შინაარსობლივი კითხვები
ü არის თუ არა სწრაფი კვების ობიექტების საკვები საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისათვის?
ü კიდევ რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისათვის?
ü კიდევ რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისათვის?
ü რატომ ითვლება ისინი ჯანმრთელობის რისკებად?
üრა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის?
ü რატომ ვიკვებებით?
üრა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის?
ü რატომ ვიკვებებით?
ü რა არის საკვები ჯგუფები?
ü რა არის საკვების პირამიდა?
ü რას გულისხმობს ცნება ჯანსაღი კვება? რა უნდა ვჭამოთ ჯანსაღი კვების დროს?
გთხოვთ, ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებთან დაკავშირებით, მომცეთ რჩევები და შენიშვნები.
воскресенье, 17 марта 2019 г.
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს მაქსიმალურად ჩავერთეთ სამუშაო პროცესში. გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს და შევქმენით ჩვენი პროექტისთვის ბუკლეტი. მეორე დღემაც საინტერესოდ ჩაიარა. მადლობა ჩვენს ტრენერს
суббота, 16 марта 2019 г.
პირველი დღე
პირველი დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. მიმოვიხილეთ მოკლედ ტრენინგის საკითხები. გავეცანით სახელმძღვანელოს. დავათვალიერეთ სახელმძღვანელოს მოდულები. შევქმენით ახალი ბლოგი. შემდეგ შევქმენით ფაილები, რომლებიც შემდგომში გამოგვადგება პროექტისათვის. ვისაუბრეთ პროექტებზე. Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელოში დავათვალიერე პროექტების ნიმუშები და განვიხილე რამდენიმე პროექტი. გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს. ვფიქრობ, რომ საინტერესო და საჭირო კურსია და მომდევნო დღეები უფრო საინტერესოდ ჩაივლის. 😍😍😍
Подписаться на:
Сообщения (Atom)