დღეს დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსის - პროექტებით სწავლების და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის - შესწავლა. შევქმენით ბლოგი, გავეცნით პროექტის სწავლებისას დამატებით რესურსებს. ბუკლეტების შაბლონებს, გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის თეორიას. განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის ნიმუშები. შემდეგ დავადგინე ჩემი პროექტის შესაბამისობა ესგ-სთან, გავწერეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მიზნები. შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, სადაც გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები. მოვამზადე შეფასების რუბრიკები. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები.ასევე შევქმენი დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. გავწერე პროექტის პროცედურები ხუთ კვირაზე. მოვამზადე ფასილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტები.
ეს კურსი იყო ჩემთვის საინტერესო და ყოვლისმომცველი, რაც დამეხმარება შემდგომში მოსწავლეებთან მუშაობაში. დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.
ეს კურსი იყო ჩემთვის საინტერესო და ყოვლისმომცველი, რაც დამეხმარება შემდგომში მოსწავლეებთან მუშაობაში. დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.