суббота, 13 апреля 2019 г.

ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

    დღეს დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსის - პროექტებით სწავლების და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის - შესწავლა. შევქმენით ბლოგი, გავეცნით პროექტის სწავლებისას დამატებით რესურსებს. ბუკლეტების შაბლონებს, გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის თეორიას. განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის ნიმუშები. შემდეგ დავადგინე ჩემი პროექტის შესაბამისობა ესგ-სთან, გავწერეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მიზნები. შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, სადაც გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები. მოვამზადე შეფასების რუბრიკები. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები.ასევე შევქმენი დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. გავწერე პროექტის პროცედურები ხუთ კვირაზე. მოვამზადე ფასილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტები.
     ეს კურსი იყო  ჩემთვის საინტერესო და ყოვლისმომცველი, რაც დამეხმარება შემდგომში მოსწავლეებთან მუშაობაში. დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.


   



პროექტი ჯანსაღ კვებაზე - თუ გინდა იყო ჯანმრთელი...

воскресенье, 7 апреля 2019 г.

მერვე დღე

       ტრენინგის მერვე დღეც  შრომატევადი და ნაყოფიერი იყო. გავეცანით მე-7 მოდულს ფასილიტაციას.   გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ, როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეს, მოვამზადეთ ფასილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტები დავასრულეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე მუშაობა. 
      ჩვენი ტრენინგის კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი დღის სასიამოვნო დასასრული. 👍👍💗💗💗

суббота, 6 апреля 2019 г.

მეშვიდე დღე

          დღეს ჩვენ განვიხილეთ მეექვსე მოდული. ვისაუბრეთ აღქმის სხვადასხვა სტილზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე, გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე. შემდეგ შევქმენით მოსწავლეებისთვის დამატებითი დამხმარე მასალა. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის პროცედურებზე მუშაობა. შევცვალეთ პროექტის გეგმა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. დღევანდელი დღეც  იყო ნაყოფიერი და შრომატევადი. ბოლოს დავწერეთ  რეფლექსია ბლოგზე. ♥♥♥

воскресенье, 31 марта 2019 г.

მეექვსე დღე

       მეექვსე დღეც იყო  შრომატევადი. ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. გავეცანით შეფასების სქემებს და ფორმებს, შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. შემდეგ  ჩვენი კი ვიმუშავეთ პროექტისთვის  საჭირო შეფასების რუბრიკებზე. ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები. 

суббота, 30 марта 2019 г.

მეხუთე დღე

    დღევანდელი დღეც იყო შრომატევადი და ნაყოფიერი.  გავეცანით საავტორო უფლებებს. ასევე გავეცანით საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციას. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების ქაოსზე. შევასრულეთ საავტორო უფლებების ტესტი, სადაც 100% ქულა ავიღე. გავეცანით საძიებო სისტემებს, ძიების სინტაქსს. ბოლოს ვიმუშავეთ ბავშვის სავარაუდო ნაშრომზე. 

воскресенье, 24 марта 2019 г.

მეოთხე დღე

 დღეს ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებზე. ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელო დავიხმარე შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების ინსტრუმენტების შერჩევაში. დავიწყეთ მეცხრე დღისთვის წარსადგენ პრეზენტაციაზე მუშაობა.